აშშ - ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი: კიმ ჩენ ინს 12 ივნისს, სინგაპურში შევხვდები

ჩემსა და კიმ ჩენ ინსა შორის შეხვედრა შედგება 12 ივნისს, სინგაპურში. ორივე შევეცდებით შეხვედრა ვაქციოთ განსაკუთრებულ მომენტად მსოფლიოში მშვიდობისთვის!

წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ, კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესახებ twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. მოსალოდნელ შეხვედრას წინ უძღვის ორი კვირის წინ გამართული სამიტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. 1953 წლის კორეის ომის შემდეგ, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი მმართველია, რომელიც სამხრეთ კორეას ეწვია

კომენტარები