ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც კი დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმავე დღეს მოგვარდა პრობლემები

ბატონმა ბიძინამ განმარტა სამი მიზეზი პოლიტიკაში მისი დაბრუნების, სამივე მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმაზე ხაზგასმა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკრეტულად მესამე მიზანს, რომელიც დაკავშირებული იყო გაუგებრობასთან, დაპირისპირებასთან პარტიის შიგნით - მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ იყო იმ მნიშვნელობის დაპირისპირება, მხოლოდ რომლის გამოც იყო აუცილებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნდა პოლიტიკაში. თუმცა ეს გახდა რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი და თქვენ დაინახეთ, რომ როგორც კი დაბრუნდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმავე დღეს მოგვარდა პრობლემები რომელიც დაკავშირებული იყო პარტიის შიგნით გარკვეულ დაპირისპირებასთან. ეს გვაჩვენებს იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის წონა, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ნდობა, ამ მასშტაბის ნდობა და წონა ჩვენს პარტიაში არ აქვს არავის გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც გახდა პარტიის თავჯდომარე.

ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" ყრილობის შემდეგ გააკეთა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს.

კომენტარები