ნარკოპოლიტიკა

ნოდია: მომხდარი ხელისუფლების უკიდურეს არაკომპეტენტურობას აჩვენებს

ნარკოპოლიტიკა რამდენად "ჰუმანური" თუ "ლიბერალური" უნდა იყოს (და კონკრეტულად რას ნიშნავს ამ შემთხვევაში "ჰუმანური" თუ "ლიბერალური"), ეს მნიშველოვანი საკითხია, მაგრამ არ არის ახლა მთავარი საკითხი.

ყველაზე "ჰუმანური" თუ "ლიბერალური" პოლიტიკის პირობებში ნარკორეალიზატორების და მათ უკან მდგომი მსხვილი "ბარიგების" დაპატიმრება აუცილებელია.

მაგრამ ღამის კლუბებში ასეთი შევარდნა არაფრითაა გამართლებული. იმის შნო უნდა გქონდეს, რომ ნარკორეალიზატორები სხვანაირად დააპატიმრო. ვიდეოების ჩვენება, მაგ კლუბებში ნაროტიკებს ყიდდნენო, არაფრის არგუმენტი არ არის.

არ ვიცი, ამ დარბევის მიზანი რა იყო: ძალის ჩვენება, კალაძისთვის თავში ჩარტყმა, მათი ჭკუით პოპულარული თემის გამოყენება, მაგრამ ასეთი ქმედება აჩვენებს, ერთი მხრივ, ხელისუფლების უკიდურეს არაკომპეტენტურობას, მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებების პრინციპების სრულ გაუგებრობას. შენ ნარკორეალიზატორს ვერ იჭერდე, მშვიდობიანმა "ქლაბერმა" რა დააშავა?

ხელისუფლების რომ ახალგაზრდობის მძაფრი პროტესტი მიიღო, სრულიად იმსახურებს - მეტიც უნდა მივიდეს და გააპროტესტოს. მეორე მხრივ, აქციის ორგანიზატორებიც რომ დიდი სიბრძნით არ გამოირჩევიან და თავისი ვიწრო დღის წესრიგის იქით ვერ იყურებიან, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მაგრამ რა ვუყოთ - რაც გვაქვს, გვაქვს.

წერს პოლიტიოლოგი გია ნოდია საკუთარ facebook-ზე.

კომენტარები