ნარკოპოლიტიკა

კილაძე: არ შეიძლება პოლიციელებს ასე ხელაღებით დავაბრალოთ ჩადება

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ებრძოლოს ნარკორეალიზაციას. იმ კლუბებშიც, რომლებშიც საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა ამოღებული იყო დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - ანუ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ძალიან მწვავე პრობლემა. ბუნებრივია ხელისუფლებაც და მათ შორის პოლიციაც ვალდებული არის რომ ებრძოლის ამას. ამავდროულად, ჩვენ, სახელმწიფო კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში დავიცვათ ადამიანი და მასზე ორიენტირებული პოლიტიკა. ძალიან რთული არის ამ ორ სიკეთეს შორის ბალანსის დაცვა.

მესმის ახალგაზრდების, მაგრამ არ შეიძლება ასე ხელაღებით პოლიციელებს დავაბრალოთ ჩადება

ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

კომენტარები