ბასიანის საქმე

ტატო გეთია: დღეს ბასიანი შსს-ს პოლიტიკური პატიმარია

დღეს ბასიანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური პატიმარი. მე მინდა განვაცხადო, რომ თუ ისინი ჩვენ კლუბს არ დაგვიბრუნებენ ივნისის პირველ რიცხვამდე, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, ოფიციალურად დავიხუროთ, ვინაიდან ჩვენ ვეღარ ვფარავთ თვიურ ხარჯებს, ხელფასებს და ასე შემდეგ

განაცხადა კლუბ ბასიანის ერთერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ტვ პირველის ეთერში. შეგახსენებთ, რომ 12 მაისს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, კაფე "გალერი“ და კლუბი "ბასიანი“ დროებით დაიხურა. შსს-ს ცნობით, "გალერის" ლუქი უკვე მოხსნეს.

კომენტარები