ვარდების მოედანი

ზურაბიშვილი: მთავარი არის დამოუკიდებლობა, ვუწოდოთ ვარდების მოედანს ეს სახელი

ჩვენ თუ გვინდა აღვნიშნოთ, ის რაც არის მთავარი ჩვენთვის, ანუ დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, დამოუკიდებლობის მოედნის სახელი მივანიჭოთ ამ მოედანს. არც ვარდების რევოლუციიდან და არც 100 წლის წინანდელი რესპუბლიკიდან არ უნდა დავიწყოთ ისტორია. ჩვენი ქვეყნის ისტორია მრავალსაუკუნოვანი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. ვინც 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ იბრძოდა, ყველას მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და არა პირველი რესპუბლიკის ან რომელიმე სხვა წყობის აღდგენა. ამიტომ მომხრე ვარ, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ეწოდოს დამოუკიდებლობის მოედნის სახელი

თბილისის საკრებულოში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვაზე პარლამენტის დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს დამოუკიდებლობის მოედნის სახელი მიენიჭოს.

კომენტარები