მაჩალიკაშვილი: ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, სუს-ში აგვეფეთქებინა თავები

სუს-ის თანამშრომლებთან ერთად, ყველა, ვინც არიან დღეს ამ სისხლიან ხელისუფლებაში, უნდა გადადგნენ და დაისაჯონ. ვინც ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა. სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი სიყვარული გამაჩნია ქართველი ერის, მე ამას ყოველთვის ვიძახდი და ეხლაც ვიტყვი. მე და ჩემი რამდენიმე ასეულობით ადამიანი ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე, ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი. მაგრამ მე დღეს ვხედავ, ეს მე არ დამჭირდება თქვენი ადამიანობით და თქვენი კაცობით. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტთან აქციაზე "ნუ მომკლავ" გამოსვლისას

კომენტარები