სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სარალიძე: გთხოვთ, ნუ გააიგივებთ შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან

აქ ვხედავ ისეთ პლაკატებს, რომ "არა პარტიულობას". ეს ჩემი შვილის შეურაცხყოფაა, მინდა იცოდეთ. აქ პოლიტიკური პარტიები არაფერ შუაშია. მინდა გთხოვოთ, ასეთი პლაკატებისა და ასეთი ხმაურისგან თავი შეიკავოთ, ძალიან გთხოვთ. ნურავის მისცემთ იმის საშუალებას, რომ იფიქროს, ჩემი შვილის სული გავყიდე. აქ, ჩვენ რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, მე მათ ვუყურებ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და ჩემნაირ ადამიანებს, პირველ რიგში. მე ხომ არ ვიცი ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გთხოვთ, ნუ გააიგივებთ შვილმოკლულ მშობლებს, შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან, ძალიან გთხოვთ.

ზაზა სარალიძის მიმართვა აქციაზე "ნუ მომკლავ".

კომენტარები