აფგან მუხთარლის საქმე

პოლ სტრონსკი: კითხვები მუხთარლის გატაცებაზე შემაშფოთებელია

ბევრი კითხვაა, განსაკურებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის [მუხთარლის] საქმის გარშემო და იმაზე, თუ რა როლი და რა ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობას და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს. ეს მნიშვნელოვანი კითხვებია. საქართველო არის დემოკრატიული და ძალზედ პრო-დასავლური ქვეყანა და ის კითხვები, რაც ჩნდება მომხდართან დაკავშირებით, შემაშფოთებელია იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს დასავლური მისწრაფებებისადმი ერთგულებას.

ვფიქრობ, ავტორიტარული ქვეყნების მიერ სასამართლოს გარეშე დევნა სამწუხაროა. აზერბაიჯანი და თურქეთი მხოლოდ ერთეულებია. მაგალითად, ცენტრალურ აზიაში მთავრობები ცდილობენ მათ მოქალაქეებს და ოპონენტებს საზღვარგარეთ მიწვდნენ. საქართველო თავშესაფრის მძებნელთათვის რეგიონში შედარებით უსაფრთხოა და უფრო მეტ პრობლემასთან მოუწევს გამკლავება.

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ხალხის მისაღებად და მათი უსაფრთხოების დასაცავად და მისცეს მათ საშუალება გააგრძელონ მათი საქმე. თუ ხედავ, რომ მათ ეძებენ „ექსტრემიზმის“ ბრალდებით, საჭიროა შეაფასო რა ბრალდებებს უყენებენ და ვისგან მოდის მტკიცებულებები. ასევე, უნდა ითვალისწინებდე იმ პოლიტიკურ გზებს, რასაც ავტორიტარული მთავრობები იყენებენ მათი ოპონენტების გასაჩუმებლად.

კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამის უფროს მკვლევარს ამერიკის ხმა ესაუბრა. მას, სხვა საკითხებთან ერთად, მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეებზეც დაუსვეს კითხვა.

კომენტარები