სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პრემიერი: დააკვირდით განსხვავებას, თვეობით იდგა მოსახლეობა ქუჩაში და რეაგირება არ იყო

ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა და მყისიერად გადადგა თანამდებობიდან, რაც მე ვფიქრობ, ასევე უპრეცედენტოა. მინდა მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც თვეობით იდგა მოსახლეობა ქუჩებში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო არანაირი რეაგირება, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილება მოხდა. ასე, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თვისობრივი პოლიტიკური ცვლილებაა, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე დღევანდელი სახელმწიფო. ეს ცვლილება მოიტანა რა თქმა უნდა 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ. მე რა თქმა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი ხალხის გამარჯვება.

ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები