სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პრემიერი: ვინმემ რომ არ მიიწეროს, საპარლამენტო კომისია აქციების დაწყებამდე შეიქმნა

სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოითვალოს ეს რეაგირებები: პარლამენტმა მყისიერად მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც არის უპრეცედენტო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მანამდე, სანამ რუსთაველზე აქციები დაიწყებოდა, ვინმემ რომ არ მიიწეროს, იმიტომ რომ მაშინვე გაკეთდა განცხადებები. შემდგომში, გამომდინარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის და ასევე, მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით და დაიკითხა უამრავი ადამიანი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ვფიქრობთ, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ჩვენშიც არსებობს, უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხები.

ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები