აქცია რუსთაველზე

ბაქრაძე: ევროპული საქართველო კატეგორიულად გმობს დეპუტატის უკანონო დაკავებას

სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია გამოხატვის და პროტესტის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს რუსთაველის გამზირზე გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ქუჩის ფეხით სავალ ნაწილზე განლაგებული კარვების აღება ვერანაირად ვერ გამართლდება წესრიგის დამყარების მოტივით და შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ საზოგადოების დაშინებას ძალის ჩვენებით და ამ გზით სამართლიანი საპროტესტო მუხტის ჩახშობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს ზაზა სარალიძის საქმესთან დაკავშირებით. ევროპული საქართველო კატეგორიულად გმობს პარლამენტის წევრის უკანონო დაკავებას პარლამენტის ნებართვის გარეშე. როგორც უმცირესობის ლიდერი მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვ დაუყონებლივ ჩაერიოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება ნიკა მელიას უსწრაფესად გასათავისუფლებლად. ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა ძირეული ცვლილებების და უსამართლო სისტემის დანგრევის აუცილებლობა, რასაც ითხოვს ზაზა სარალიძე და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც საპარლამენტო უმცირესობა ყველაფერს გავაკებთ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს და უსამართლო სისტემა დაინგრეს.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისა და ნიკა მელიას დაკავების შესახებ

კომენტარები