მელია: გახარია ყველაზე მძიმეწონიანი დამნაშავეა, ის აუცილებლად აგებს პასუხს

ჩამოშლილია ხელისუფლება, ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს. ნახეთ, რა მობილიზაცია არის იმ საპატრულო პოლიციისა და სხვადასხვა შენაერთებისა. ასევე, ხაზგასასმელია, რომ საპატრულო პოლიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის გადაცმული, სპეცრაზმელებს გადააცვეს ფორმა საპატრულო პოლიციის და ვითომ მოქმედებენ, როგორც პატრულის თანამშრომლები.ბატონი გახარია არის ყველაზე მძიმეწონიანი დამნაშავე დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე "ნუ მომკლავ". შეგახსენებთ, რომ დღეს აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დეპუტატი ნიკა მელია სამართალდამცავებმა მანქანაში იძულებით ჩასვეს და ტერიტორიიდან წაიყვანეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები