სამთავრობო ცვლილებები

ბაქრაძე: გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანად შეცვლა და არა გვარების გადანაცვლება

პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ამ პროცესში არ არსებობს პოლიტიკური ლოგიკა და ანგარიშ-ვალდებულება საზოგადოების მიმართ. ყველაფერი წყდება ოთახში დახურულ კარს მიღმა. თვითონ ის ფაქტიც, რომ პრემიერის კანდიდატად შეარჩიეს კადრი, რომელიც ამ გუნდშიც კი ნაკლებად გამოცდილია, რომელსაც არ იცნობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ გააჩნია მუშაობის გამოცდილება, ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებას არ ესმის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები. ერთდერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე სამთავრობო ცვლილებების შესახებ. კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ოცნებამ პრემიეროს კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა, რომელიც მანამდე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

კომენტარები