ქუჩის მუსიკოსები

კალაძე: ჩვენ ვცდილობთ, რომ ქუჩის მუსიკოსებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ

ჩვენ ვცდილობთ, რომ ქუჩის მუსიკოსებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ამ მიმართულებით ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ - ფესტივალის გაკეთება გვინდა. მე არასდროს მისაუბრია ამაზე და მინდა ერთ თემას შევეხო. ალბათ იცით ჯგუფი "ბანი“. მისი წევრები ძალიან წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. ისინი თავდაპირველად მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდნენ. მე მაშინ ფეხბურთს ვთამაშობდი და მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით youtube-ზე მათი სიმღერა ვნახე. იმდენად მომეწონა და დამაინტერესა, რომ როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ თამაშზე მომიწია ჩამოსვლა, მათაც შევხვდი. დავეხმარე ყველანაირად - ფინანსურად თუ ინსტრუმენტების შეძენით. ისინი გახდნენ წარმატებულები და დღესაც ჩემი საუკეთესო მეგრობრები არიან.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე. ცნობისთვის, ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ თქვა, რომ "ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს".

კომენტარები