ბოკერია ფხაკაძეს: აქ ხართ დაკითხვაზე- თქვენი შეფასებები არ გვაინტერესებს

ბატონო ზვიად, აშკარად გვეკამათებით და დებატებში შემოდიხართ. მოთმინებით ბატონო ზვიად, აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე, გასაგებია თქვენთვის?! ვინც კითხვას გისვამთ, ის უნდა დააკმაყოფილოთ ან არ დააკმაყოფილოთ. თუ თქვენ უკმარისობის გრძნობა გექნებათ, გაქვთ ბრიფინგის ჩატარების საშუალებაც. ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში... სამუშაო პროცესი ასეთია, კომისიის წევრები გისვამენ კითხვას, თქვენ პასუხობთ კი ან არა და ვინც კითხვა დაგისვათ იმის საქმეა შემდეგ კითხვაზე გადავა თუ არა. თქვენი შეფასებები და მორალის კითხვა არ გვაინტერესებს. იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას... ვერ ითმენთ, ვერ იკავებთ თავს და პატივი ეცით კომისიას!

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორ, ზვიად ფხაკაძეს მიმართა, რომ კომისიის წევრების მიმართ კამათსა და პოლიტიკურ დებატებში არ შევიდეს და მხოლოდ კითხვებს უპასუხოს.

კომენტარები