ბახტაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია აუცილებლად გაფართოვდება

ჩვენ გავაკეთეთ სია მასში არის 33 ადამიანი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 33-ვე ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ამავე დროს ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. სამართალდამცავი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე. არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ის ადამიანები ვინც მათ ხელი დააფარა მოხვდებიან ამ სიაში. მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით და ბუნებრივია ეს სია გაფართოვდება.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ. უმცირესობა მთავრობას სიის გამო აკრიტიკებს, რადგან სიაში არ არიან რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები. სერგი კაპანაძის თქმით, სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები