პრემიერმინისტრი

ბახტაძე: განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს რეგიონალური მხარდაჭერის მომენტი

მე ძალიან მიხარია, რომ „ტექნოპარკი“ ზუგდიდში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ერთერთი პირველი, რასაც გავაკეთებთ და განათლების სისტემის რეფორმა ამას გულისხმობს, ესაა - ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლის გაკეთება განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ასეთ პირველ სასწავლებელს ჩვენ აუცილებლად გავხსნით ზუგდიდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის ნიჭი, რაც არის ამ ჩვენ ლამაზ კუთხეში მაქსიმალურად ტრანსფორმირდეს 21-ე საუკუნეში ისეთ პროფესიებში, რომლებზეც ყოველთვის იქნება მოთხოვნა. მე გარწმუნებთ, ამაზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა. ჩვენს განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური მხარდაჭერის მომენტიც და ფუნქციაც. თუ თქვენ ნახავთ საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტუალურ პოტენციალს და ამასთან, ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან. ამ პოტენციალს სჭირდება კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, გაღვივება და განვითარება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ ახალგაზრდული სივრცე და ახალგაზრდული ეკონომიკა.

პრემიერმინისტრი ზუგდიდში ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

კომენტარები