ეკა ჭითანავა

ჭითანავა: რუსი ტურისტის მიერ რუსეთის დროშის ფრიალს ვაპროტესტებდი, პატრული გამოიძახა, მცემენო

გუშინ რუსეთი-ხორვატიას მატჩს ვუყურებდი ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე. ცხადია იქ იმიტომ მივედი, რომ ხორვატიისთვის მეგულშემატკივრა და ემოციები ღიად გამომეხატა. რუსეთის ერთერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, "Go Croatia, fuck off Russia! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მე ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს. "My country is occupied by your fucking country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი. ქალბატონმა 112-ს დაურეკა, მცემენო. პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე გამომყვა მხოლოდ ორი მოწმე, (უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის). ქართველები, სხვები გაიძურწნენ. სამაგიეროდ, რუსი გოგოს საგულშემატკივროდ მოვიდნენ ქართველი ბიჭები. გამოკითხვისას როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო. ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს. მე არ მყავდა ადვოკატი. განყოფილებაში მოვიდნენ TI Georgia-სა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ჩემი გამოკითხვა გადაიდო ორშაბათამდე. ჯერჯერობით ველოდები გამოძიების შედეგებს. როგორც პოლიციელები მეუბნებოდნენ, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი ეკა ჭითანავა ბათუმში მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები