შავგულიძე: ჩემი მონაწილეობა ამ მოვლენებში იქნებოდა დემოკრატიულობის ანტურაჟი

მაშინ როდესაც ხელისუფლებამ არ მოისურვა დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პროცესისთვის, ჩემი მონაწილეობა ამ მოვლენებში იქნებოდა დემოკრატიულობის ანტურაჟი, თითქოს საპროკურორო საბჭო იხილავს ოპოზიციური ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატს, მაშინ როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. აქედან გამომდინარე მე მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ მოვხსნა კანდიდატურა. როგორ შეიძლება დავეხმარო ხელისუფლებას იმ ანტურაჟის შესაქმნელად, რომ თითქოს საკითხი დემოკრატიულად წყდება და მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არ არის უკვე არ არის მიღებული ერთი ადამიანის მიერ, რომელსაც საბჭო უბრალოდ გააფორმებს

ევროპული საქართველოს მიერ მთავარი პროლურორი პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რადგან საბჭომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ სხდომა მედიისთვის ღია ყოფილიყო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები