სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა

ჩვენ მოვუსმინეთ იმ პროკურორების და გამომძიებლების პასუხებს კითხვებზე, რომელიც დაისვა საგამოძიებო კომისიაში და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პასუხები დასაბუთებულად და არგუმენტირებულად ვერ სცემდა პასუხებს იმ კითხვებს თუ რა ლეგიტიმური მიზანი ან საგამოძიებო სტრატეგია ამოძრავებდა გამოძიებას მაშინ, როდესაც მთელი რიგი საგამოძიებო ძალიან მნიშვნელოვანი, გონივრული და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა, ან ჩატარდა დაგვიანებით, შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით იკვეთება, რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა, სამსახურებრივი გულგრილობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება იმის მიხედვით, თუ სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება აღნიშნული ქმედებების უკან, განზრახ არაეფექტური გამოძიება თუ გაუფრთხილებლობით არაპროფესიონალური მიდგომა ან და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით

 

სახალხო დამცველი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალების და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამომძიებლების დაკითხვის შემდეგ, გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს. ნინო ლომჯარიამ პროკურატურას ოფიციალურად მიმართა.

კომენტარები