გიორგი ქობულია

ქობულია: ქარხანა რომ ავაშენოთ, ამით რაიონის მაცხოვრებელი ღარიბი როგორ იხეირებს?

რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს კარგი ზრდა. მაგრამ, ერთ მოსახლეზე რასაც ვაწარმოებთ, ჩვენ მაინც ვხდებით მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების რიცხვში. ჩვენ რომ ავიდეთ აღმოსავლეთ ევროპის დონეზე უნდა გვქონდეს შემდეგი 8 წელი 10%-იანი ზრდა ყოველ წელს. ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ ხდება თანაბარი განაწილებით, ეკონომიკის ზრდის განაწილება არ ხდება თანაბრად ჩვენს მოსახლეობაში.  ეკონომიკა შეიძლება გაიზარდოს როგორ - ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ერთი დიდი პროექტი, სადაც ჩვენ ავაშენებთ ავტომატიზირებულ ქარხანას და ეს მოგვცემს ჩვენ დიდ ზრდას, მაგრამ ამისგან რაიონებში მცხოვრები ღარიბი ხალხი ხომ ვერ იხეირებს? აი ეს ხდება დღეს საქართველოში. 

ფრაქცია პატრიოტების სხდომაზე თქვა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები