შრომითი უსაფრთხოება

კობახიძე: სექტემბერში აუცილებლად გადავსინჯავთ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ

ჩვენ მივიღეთ კანონი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაგეგმილია, მათ შორის, კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესის, ასე ვთქვათ, ნაწილად ამ კანონის გადახედვა. ჩვენ სექტემბერში აუცილებლად გადავსინჯავთ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ. სტატუსი ასევე ამაღლდება ამ კანონის. ნაცვლად ჩვეულებრივი კანონისა, ეს იქნება ორგანული კანონი და გადაიხედება ამ კანონის შინაარსიც იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტები საქართველოში. ეს იყო ჩვენი გაცხადებული ნება. ჩვენ საუბარი გვქონდა დაახლოებით ორი თვის უკან აქტიურად ამაზე და მუშაობა არის დაწყებული. მუშაობა გრძელდება და ჩვენ, მაქსიმუმ, სექტემბერში, მივიღებთ ახალ ორგანულ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, სადაც იქნება ასახული შესაბამისი ცვლილებები. მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ამ მსჯელობაში და ამ სულისკვეთებით გადაიხედება ეს ორგანული კანონი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შრომის უსაფრთხოების კანონზე საუბრისას.

კომენტარები