ქართული ოცნება

კილაძე: კარგია თუ ბატონი გედევანი გონს მოეგო, იმიტომ, რომ მასაც ჭიჭინაძის ბედი ეწეოდა

ძალიან კარგი, თუ ბატონი გედევანი გონს მოეგო და მოიხადა ბოდიში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მგონია, დიდი ალბათობით, მასაც იგივე ბედი ეწეოდა, რაც ბედიც ეწია ბატონ დავით ჭიჭინაძეს, იმიტომ, რომ მიდგომა ყველასთვის ერთი უნდა იყოს. გედევანმა გააცნობიერა ალბათ ის დიდი შეცდომა, რაც დაუშვა, მათ შორის ის, რაც ემუქრებაოდა მას თუ კიდევ და კიდევ გადავიდოდა ზღვარს. ძალიან კარგი, რომ მიხვდა, რაც დააშავა და ამისთვის მოიხადა ბოდიში

ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი“. ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას გედევან ფოფხაძემ "პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება" უწოდა და თქვა, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია, პარტიას "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვას. ამ განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც, ფოფხაძემ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მას სურს, შუამავლის როლი ითამაშოს.

კომენტარები