საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მეუფე გრიგოლი: იყო მცდელობა და შეთავაზება, რომ პატრიარქი გადამდგარიყო

იყო მცდელობა რომ პატრიარქი გადამგარიყო, იყო ასეთი შეთავაზებაც. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქი ამაზე არ წავიდა. შემოთავაზება არ ყოფილა სასულიერო პირებისგან. "თქვენო უწმინდესობავ, თქვენ დაიღალეთ და ჩვენ ყველაფერს მივხედავთ" - მე ვფიქრობ ეს საკმარისს საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ თუნდაც მე ვიყო იმ პოზიციაზე, რაზეც ვარ და ძალიან დიდ ხანს ვიხილო პატრიარქი აი ამ მდგომარეობაში, ეკლესიის საჭესთან და არა იმ "სასურველი" გადაწყვეტილების ჭრილში, რომელზეც ახლა მოგახსენეთ. ეს [გადადგომის შეთავაზება] მოხდა მოსაყდრის დანიშვნის შემდგომ.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ამის შესახებ ტვ პირველი ეთერში ისაუბრა.

კომენტარები