ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სხვათაშორის, ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი

ოპოზიცია, სხვათაშორის, ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი, მე არ ვიცი, საზოგადოებაზე ვერ გადავიტან იგივეს, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს და აფასებს ჩემს როლს, მაკრიტიკებენ დაჟინებით, რამეთუ იციან, რომ მე მაქვს რესურსი იმისა, რომ საზოგადოება მენდობა და შემიძლია, ვთქვათ, თუ ჩემი პერსონის დაკნინებით მიიღებენ შედეგს, შეუძლიათ სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელექავებათ... 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" , კითხვაზე, რატომ არ სცემენ მისი თანაგუნდელები პასუხს ოპოზიცის ბრალდებებს ივანიშვილის მიმართ.

კომენტარები