ივანიშვილი ინტერვიუ

ივანიშვილი ხეების გადატანაზე: ერთადერთი მინუსი რაც აქვს ისაა, რომ დიდი ფული იხარჯება

ხეების თემა ყველაზე დიდი ბრალდებაა ჩემი და ყველაზე ახლოს შეიძლება საზოგადოებასაც მოეჩვენოს ლეგიტიმურობასთან, რომ ლეგიტიმურია ეს ბრალდება რა უბედურება სჭირს ამ კაცს, როგორც აფორმებს ამას რუსთავი ორი და ოპოზიცია, რომ გათათხარა მთელი აჭარა და სამეგრელო, სულ 120 ხეზე არის საუბარი და რაც დამრჩა კიდე შემოსატანი რამდენიმე, 140-მდე შეიძლება ავიდეს. ეს პროცესი რომ კარგად გავარჩიოთ, ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენები ამოვურთეთ, დიდი საცობები კეთდება, რომ გადაითხარა და დაინგრა, ეკოლოგია აღარ აღდგება, რომ აღშფოთებს მწვანეებს, თითქოს გავანადგურე მწვანე ბუნება, გავანადგურე ეკოლოგია და ასე შემდეგ. რეალურად, თუ გავაანალიზებთ, შემიძლია, ცალკე გადაცემა მივუძღვნა, შევხვდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, თუ გნებავთ ოპოზიციასაც კი საჯაროდ. პლუსის მეტი, რასაც ვაკეთებ, არაფერი არაა. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, ის რომ რაც კეთდება, დიდი ფული იხარჯება. ნაწილი მაინც რომ სახელმწიფოსი იყოს, ან მხოლოდ პირადსაც რომ ვხარჯავ, შეიძლება ვიღაცამ კითხვა დასვას, რომ ეს „ჩიტი ბრდღვნად არ ღირს“. ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს ვიხმაროთ და თუ არ ღირს და მაინც აკეთებს, ესე იგი რაღაც სიტყვა „ახირებასაც“ ოპოზიციას ვიხმარ, შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ამ ახირებაში რა იმალება - ეს ფული, რომელიც არ ღირს, რა თქმა უნდა, იმ პარკად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირი ჯდება, არის მხოლოდ პირადული და მთლიანად საზოგადოებაში და საქართველოში რჩება. 

 

ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მის მიერ დენდროლოგიურ პარკში გადატანილ ხეებზე საუბრობს.

კომენტარები