გრიგოლ ვაშაძე

ვაშაძე ევროპულ საქართველოზე: ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ვისი გაკეთებული იყო ის დანაშაულები

შარშან ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მე მონაწილეობის მიღება ქუთაისში. აი, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს... მაგრამ ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები... ეგენი და ქართული ოცნება, მაგათმა ფული დაახარჯეს... მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური და მაინც მოვიგებდით, უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლებელი იყო.

ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგილ ვაშაძემ დღეს კახეთში, სოფელ ხოდაშენში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

კომენტარები