მარიხუანის ლეგალიზაცია

ბესელია მარიხუანაზე: საგამონაკლისო წესების შემოღებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა

მარიხუანას მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლებმა საგამონაკლისო წესების შემოღებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ჩვენ ვართ ამ გადაწყვეტილების ანალიზის პროცესში. პირადად ჩემი აზრია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა, როგორც წესი, მარიხუანას მომხმარებლის შემთხვევაში არ არის პროპორციული, თუმცა აქვე დატოვა შესაძლებლობა, რომ არსებობდეს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც კანონმდებელმა შეიძლება აკრძალვა დაადგინოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკა მიდის იქეთკენ, რომ ეს არის არა აბსოლუტური დაშვება, არამედ კანონმდებელმა რეგულაციები დაადგინოს, რომ მომხმარებელი შეიძლება არ დასაჯოს და გარკვეული დისკრეცია მისცეს საგამოძიებო ორგანოებს. მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანთა თანდასწრებით ან მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე მოხმარება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა სამართლადამცავი თუ სამხედრო სტრუქტურები, ვერ ვიტყვით, რომ აქ მარიხუანას მოხმარება არის ჩვეულებრივი ამბავი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ დატოვა შესაძლებლობა, რომ კანონმდებელმა ამ ტიპის განსაკუთრებული შემთხვევებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დატოვოს. ახლა უკვე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ასეთი შემთხვევები იყოს რეგულირებული.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების შესახებ. ბესელიას ამ კომნეტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები