კახიძე: წულუკიანთან ორი საქმიანი კითხვა დაისვა - სამართლებრივი და პოლიტიკური

თეა წულუკიანი დასაკითხ პირთა სიაში შევიყვანეთ საზოგადოების ნაწილის, მათ შორის დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე. ის მეგობრობს სუბელიანის ნათესავთან, სოზარ სუბართან. ამიტომ ლეგიტიმურად გასარკვევი იყო და არის მისი ნაცნობობის საკითხი მირზა სუბელიანთანაც. ეს სამართლებრივი მხარე.

რაც შეეხება მისი, როგორც მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, აღნიშნულის შესაფასებლად მოვიხმეთ წულუკიანის 31 მაისის განცხადება, კომისიის მუშაობის დაწყებამდე და ახლა, როცა კომისიამ არაერთი ფუნდამენტური პრობლემა გამოკვეთა პროკურატურის მუშაობაში.

მისთვის დიდი დრო არ წაგვირთმევია და არც პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში შევსულვართ, ორი კითხვა დაისვა, საქმიანად - როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური და მორჩა.


მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები