საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: პარტიები საერთოდ დამთავრდა მთელ მსოფლიოში

პარტიები საერთოდ დამთავრდა მთელ მსოფლიოში და ჩვენ ყველაფერში ვართ ცოტა დაგვიანებულები. პარტიების ნეგატიური ასპექტები მე კარგად ვიცი თუნდაც ჩემი წარსული ემიგრაციიდან, სადაც პარტიების შიდა ბრძოლებმა დიდი ზიანი მიაყენეს საერთო საქმეს. საქართველოს გარეთ გატანა მაშინდელი ოკუპაციის საკითხის. 

გაერთიანება, ცხადია, არ უნდა გავიგოთ, როგორც მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება. ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ, არ ვიმოქმედეთ იმისვის, რომ მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, შემოვიერთოთ, შემოვირიგოთ და ერთად დავინახოთ საქართველოს პერსპექტივა მომავალში, მაშინ ტერიტორიები არაფერს ნიშნავს და რჩევა ტერიტორია ტერიტორიად. ეს არის გაერთიანების ძალიან დიდი ნაწილი. 

თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა და გეგმებზე ისაუბრა.

კომენტარები