არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ორბელიანთა სასახლეში თავს ძალიან კომფორტაბელურად ვიგრძნობ

ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი, იმ ახალი პრეზიდენტისთვის, იმ ქალი პრეზიდენტისთვის არის სრულიად შესატყვისი ის ორბელიანების სასახლე, რომელსაც აქვს სხვა დატვირტვა ჩემთვის. მე ძალიან კომფორტაბელურად ვგრძნობ თავს ასეთ სასახლეში. მე იმასაც ვამბობ, რომ მე ვიცხოვრებ ჩემს სახლში და სახლიდან ვივლი ფეხით სასახლეში.

ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, თბილისში ორბელიანების სასახლე ათონელის ქუჩაზე 25 ნომერში მდებარეობს, ისტორიულ შენობაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული, წინა ხელისუფლების დროს შენობა განახლდა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მმართველი პარტია შენობაში პრეზიდენტის რეზიდენციის გადატანას გეგმავდა.

კომენტარები