ანგელა მერკელის ვიზიტი

ბოკერია: პრემიერმინისტრმა ტრიბუნა არ გამოიყენა კონკრეტული მაგალითების მოსაყვანად

ცუდია, რომ ეს ტრიბუნა პრემიერმინისტრმა არ გამოიყენა კონკრეტული მაგალითების მოსაყვანად. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის პრობლემაზე, სწორედ ეს არის იმ ტიპის ტრიბუნა, სადაც ასეთი კონკრეტული საკითხი, რომელიც რუსეთს ფასი უნდა დავუჯინოთ, უნდა მოიყვანო როგორც მაგალითი იმისი, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასეთ მაგალითებზე ვსაუბრობთ, რომ არ იყენებენ ასეთ შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების დასაყენებლად. ისევე, როგორც NATO-სთან დაკავშირებით გზავნილი იყო ძალიან ზოგადი და არაფრისმთქმელი. ორი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, სადაც ვთვლი, რომ ჩვენმა პრემიერმინისტრმა, რბილად რომ ვთქვათ, ვერ შეასრულა ის ამოცანა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ამ მომენტში, ამ პრესკონფერენციაზე.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას და შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს.

კომენტარები