შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ბახტაძე IBSU-ზე: სტუდენტების ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად

მესმის, რომ არსებობს პროცედურები და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით სტუდენტების მიღება შეეზღუდა. მიზეზად ჯარიმა სახელდება, რომელიც IBSU-მ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დავა არ დასრულებულა, გადაიხადა. უნივერსიტეტი და სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოსგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ.

კომენტარები