საპრეზიდენტო კანდიდატები

ვაშაძე ზურაბიშვილზე: მანდილოსანზე არ ვილაპარაკებდი, მაგრამ პოლიტიკაში სქესი არ გაქვს

საკითხი იმაშია, რას მისცემს ეს [ზურაბიშვილის გამარჯვება] ქართველ ხალხს. ეს მისცემს დემოკრატიისადმი ყოველგვარი ნდობის დაკარგვას. ეს მისცემს იმას, რომ ხალხი სულ უფრო უნდობლობით შეხედავს პოლიტიკურ კლასს და სახელმწიფო ინსტიტუციებს და ჩვენი მოკავშირეები სულ უფრო უნდობლობით უყურებენ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს. ეს არის ტრაგედია. სხვა სიტუაციაში ალბათ მანდილოსანზე ვერ და არ ვილაპარაკებდი, მაგრამ პოეზიის არ იყოს პოლიტიკაში რომ შემოდიხარ შენ სქესი აღარ გაქვს უკვე და მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკა რას ნიშნავს მე არ ვიცი, იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს ქალბატონი არის ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის იმისთანა ჯოჯოხეთური კოქტეილი, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკას კი არა ჩვენ რეპუტაციას მოსპობს მაგის გამოჩენა საერთაშორისო არენაზე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გამოეხმაურა.

კომენტარები