მიგრაცია

სააკაშვილი: ფსევდოლიბერალებს ვურჩევ, კარგად წაიკითხონ მაკკეინის წიგნი, სადაც ჩემზე წერს

ერთი მხრივ, გამოჩნდა ხალხი, ფსევდოლიბერალები, ვინც იძახის, რომ "სააკაშვილს გაუჩნდა ქსენოფობიური ნოტები". მე ამ ხალხს მინდა ვუთხრა - კარგად წაიკითხონ ჯონ მაკკეინის წიგნი, სადაც საქართველოს და მე მეძღვნება მრავალი გვერდი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი მსოფლიო პოლიტიკოსი ამბობს... მას მიაჩნია, რომ... ჩემზე წერს, რომ "მიხეილ სააკაშვილის მთელი პოლიტიკა ეფუძნებოდა ლიბერალურ ფასეულობებს, მას უნდოდა და ის აკეთებდა საქართველოში ლიბერალურ რეფორმას". ამიტომ, ნურავინ ნუ დამადანაშაულებს იმაში, რომ მე არა მაქვს ლიბერალური მიდგომები.

და არის მეორე ტიპის ხალხი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილმა შემოყარა თურქები, ირანელები, გზა გაუხსნა, შემოყარა უცხოელები... და ისინი ტყუიან. მე მართლა ვაძლევდი მოქალაქეობას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ნუ, უფრო ნაკლებად ირანის მოქალაქეევბს, მაგრამ ესენი იყვნენ 99% ეთნიკური ქართველები

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Fb-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები