ზურაბიშვილი 2008 წლის ომზე: დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, ამის უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს

მე არაფერს არ ვამტკიცებ, რაც არ არის ფაქტები, ტელევიზიის არქივებში... მე არაფერს არ ვამტკიცებ, მე ვამბობ, რომ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ანუ ჩვენ თუ რაღაცეებს ვმალავთ და ვთვლით, რომ ასე უფრო გავიტანთ... ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის, რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, ის, რომელმაც დაიწყო ომი 1801 წლიდან, შემდგომ ყოველჯერ, როცა იყო, როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი, მაშინ არაფერი არ მცოდნია...

დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ არც ერთ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები. მართალი არის, რომ ცხინვალი იყო დიდწილად დაცლილი რუსეთის მიერ, რაც იყო პროვოკაციის ნაწილი, იქ შეიძლება კიდევ სხვა რამე იყო, გარიგებები... ეს ისტორია არ დაწერილა ბოლომდე...

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი TV პირველის გადაცემაში - "რეაქცია".

კომენტარები