ემზარ კვიციანი

კვიციანი: ჩემი ნება რომ იყოს, მანდილის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას

მე მქონ­და სა­უ­ბა­რი ჩვენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, რომ­ლებ­საც არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, თით­ქოს­და მათ აეკ­რძა­ლე­ბათ თავ­საფ­რის ტა­რე­ბა, რაც არას­წო­რია. თავსაფარი და რასაც ჰქვია მანდილი, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ, მაგის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, ისე უხდება ქალს მანდილი. ეს არის ყველაზე ისეთი თვისება ქალბატონისთვის, როცა მანდილით გამოდის ქუჩაში, ეკლესიაში როგორ შედიხართ ქალბატონები, მართლმადიდებლები, არა? ეს სხვა თემაა აბსოლუტურად, მაგრამ ცდილიოენ ჩვენი ქვეყნის მტრები, რომ ეს შემოგვიტრიალონ საწინააღმდეგოდ... ის ჩადრი, ნიქაბი და ბურკა, წარმოიდგინეთ, თვალდაფარულია სულ ადამიანი, იდენტიფიცირება როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანის, როცა საზღვარზე შემოდის? ეს უსაფრთხოების... მერე კიდევ ვფიქრობთ, ქალბატონი ცოდო არაა?

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი". მისი ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს.

კომენტარები