ოქრუაშვილი: ზურაბიშვილმა მითხრა, რომ უარი უნდა ვთქვათ განგრენაზე, რასაც აფხაზეთი ჰქვია

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, პარიზში გამართული ერთერთი შეხვედრის დროს სალომე ზურაბიშვილმა თავდაჯერებულად დაიწყო მტკიცება, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანა განვავითაროთ, თუ გვინდა რომ სრულფასოვანი სახელმწიფო შევქმნათ, უარი უნდა ვთქვათ იმ რაღაც განგრენაზე, რომელიც აფხაზეთის სახით, მარჯვენა ხელზე გვკიდია. ჩემთვის ეს ფრაზა იყო ცოტა მოულოდნელი, მაგრამ არა სიურპრიზი, რადგან ასეთი რამ მის შესახებ ბევრი სხვა ადამიანისგანაც მსმენია. მისთვის შესაძლოა იოლი იყოს აფხაზეთის ასე მიტოვება. იმ ფონზე, როდესაც მისმა წინაპრებმა ერთხელ უკვე საქართველო მიატოვეს.

რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები