მარიხუანის ექსპორტი

მეუფე იაკობი: 2012-ში ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე საუბარი მომიწევდა, ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს

2012-ში მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე საუბარი მომიწევდა, ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს. ნუ დაუპირისპირდებით ერს, ერთი რამე იცოდეთ, ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს - სადაც დავჭირდებით ერს, ვიქნებით იქ. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ. ბევრი მოდის და ბევრი გვეუბნება - ოჯახიდან ყელა გამოვალთო, ალბათ, თუ უგუნურება გააგრძელეს, ასი ათასობით კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინააღმდეგ, უნდათ, არ უნდათ, დაიხევენ უკან... კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ, გეუბნებით რა, სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან რა, შევარდნაძე იყო, უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო, უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა, ქართველი ერი სხვანაირია.. აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს.

პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტზე.

კომენტარები