სახელმწიფო და ეკლესია

სააკაშვილი: მოღალატე ზურაბიშვილი თავს დაესხა ეკლესიას

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველ ხელშეკრულებას სახელმწიფოს სახელით, იუსტიციის მინისტრის რანგში, მე მოვაწერე ხელი პატრიარქთან 2001 წელს. შემდეგ, მევე ვმუშაობდი კონკორდატის ტექსტზე.

გუშინ მოღალატე ზურაბიშვილი თავს დაესხა ეკლესიას და მიანიშნა კონკორდატის გადახედვაზე. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაში ბევრი ხარვეზია, მაგრამ მოღალატე დედაკაცის მხრიდან, შანტაჟი არის უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ".

კომენტარები