სახელმწიფო და ეკლესია

მეუფე ანტონი ზურაბიშვილს: სულიერი მრევლის დეგრადაციას რაც ეხება, ყველაფერი გვეხება

მღვდელმთავრები რომ გავხდით, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოქალაქეები არ ვართ ამ ქვეყნისა, როგორც მოქალაქეები და მერე მეორე, ჩვენ, ჩვენს სულიერ მრევლს რაც ეხება, ყველაფერი გვეხება, სულიერი მრევლის დეგრადაციას რაც ეხება, ყველაფერი გვეხება

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში". ზურაბიშვილმა გადაცემაში - "პირისპირ" - თქვა, რომ ამაზე ექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, "რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ". 

კომენტარები