არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილი: მე არა ვარ კანაფის დედოფალი

ბოლო რამდენიმე კვირაში, რაც დავიწყე საარჩევნო კამპანია, ჩემი მისამართით ისმის ცრუ ბრალდებები. ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ამერიკის არჩევნებში რუსეთმა ეს გამოიყენა, როგორც ყველამ ვიცით. ჩვენ, პატარა ქვეყანა ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს რუსეთი და რა არის მიზანი ცრუ ცნობების? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან დამაპირისპირონ ცრუ ცნობებით. ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, დაუკვირდით სიტყვებს, ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას, რომ გავაგებინო ბავშვებს, ახალგაზრდებს, რამდენად მავნებელია, რამდენად აზიანებს ჯანმრთელობას, რამდენად ფრთხილად ვიყოთ და დავიცვათ თავი. რატომ ვთქვი ეს მე? იმიტომ რომ პირველის საარჩევნო კამპანიის დროს დედები მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, რომ საშინელება ხდება, უცებ იფიქრეს, რომ ეს არის კარტობლანში, რაც არ არის კანონში მოცემული, მაგრამ ასე იფიქროს. ამიტომ არის საჭირო, რომ ვინმე სათავეში ჩაუდგეს კამპანიას და ხალხამდე მიტანოს, რომ ეს არ არის კარტობლანში, ეს არ არის ლეგალიზაცია, ეს არის მხოლოდ დეკრიმინალიზაცია, რათა არასდროს იყოს ამ ქვეყანაში ციხე გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი ამ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არიან ავადმყოფები, და მათი ოჯახების წინააღმდეგ და ხვალ რა დღეში იქნება, არ იცოდეს. ამიტომ მე ამას აუცილებლად გავაკეთებ და მე არა ვარ დედოფალი კანაფის. 

თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას. კანაფის დედოფალი ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს მეუფე იაკობმა უწოდა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ "არ იცის, ზურაბიშვილი პრეზიდენტი იქნება თუ არა, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება". 

კომენტარები