მარიხუანის კულტივაცია

ილია II: ხელისუფლებამ შეაჩერა მარიხუანის კულტივაციის კანონი, იმედია, მომავალშიც არ მიიღებენ

თქვენ იცით, ბოლო დროს მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც მარიხუანას ეხება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება.

ილია II მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტის შესახებ. ამონარიდს პატრიარქის საკვირაო ქადაგებიდან სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები