ტელეკომპანია იბერია

ირაკლი კობახიძე: იბერიაზე 10-ჯერ მეტი რეიტინგის მქონე ტელევიზიას დავაფუძნებთ ხვალვე

ტელევიზია "იბერია", რომ აინტერესებდეს რომელიმე ხელისუფლას, ქართულ ოცნებას კი არა, ვინც გინდა იყოს, რომ "იბერიის" გამო მიდის თურმე რაღაც შეთქმულებაზე. "იბერიის" რეიტინგი იცით რამდენია? "იბერიაზე" 10-ჯერ მეტი რეინტინგის მქონე ტელევიზიას დავაფუძნებთ და ავამუშავებთ ხვალვე. 2012 წელს, ჩვენმა ლიდერმა, რომ მიიღო გადაწყვეტილება მეცხრე არხის დახურვის, იმის მერე ჩვენ ხელს არ ვკიდებთ ტელევიზიას. არის ორი მედია საშუალება, რომელსაც უკავია ბაზრის 2/3-ზე მეტი, ერთი არის ნეიტრალური ანუ "იმედი", მე ვსაუბრობ გაშუქებაზე. მე ყურადღების ვაკვირდები პარლამენტის გაშუქებას, პარლამენტის მიმართ იმედი არის კრიტიკული და უმეტეს შემთხვევაში არაობიექტური, ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ. მეორე მხარეს არის ტელევიზია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის საკუთრებაში და თქვენ კარგად იცით როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში "რუსთავი 2" და როგორ აღმოჩნდა საბოლოოდ ნაციონალური მოძრაობის საკუთრებაში, მთელმა საზოგადოებამ იცის რომ "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის საკუთრებაში. 

ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

კომენტარები