არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: "შავი ძალის" ორივე სახეს ვიწვევ დებატებში

ვითარდება არაცივილური, არაევროპული, არაღირსეული კამპანია. ​სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი, შეურაცხყოფა, ცილისწამება – ეს არის დამახასიათებელი დღევანდელი საარჩევნო კამპანიისთვის. სამწუხაროდ, ეს ლახავს ასევე საქართველოს სურათს. ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის არა ეს ბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც პერსონალურად ჩემ წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყანასთან მიმართებით, რაც წარმოადგენს ერთგვარ წითელ ხაზს. ასეთ პირობებში, ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში იმ შავი ძალის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან და არ ჩერდებიან. ბევრი ვიფიქრე და გამომდინარე იქიდან, რომ მე პატივს ვცემ საზოგადოებასა და ამომრჩევლებს, ასევე პატივს ვცემ საარჩევნო ვითარებას, ჩავთვალე, რომ უნდა გადავლახო ყველაზე ძლიერი განცდა, რაც მე გამაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში

ამბობს პრეზიდენტობის ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები