ქართული ოცნება

ივანიშვილი გუნდის წევრებს: თუ ვინმეს გკითხავენ ოქუაშვილზე, უპასუხეთ - სადაა ჩანაწერები?

ეს ღიმილისმომგვრელია მხოლოდ, ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა და რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან თქვენ და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ, უპასუხეთ - სადაა ეს ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს, ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ" 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გუნდის წევრებთან შეხვედრაზე "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებზე ისაუბრა. ცნობისთვის, ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილმა დახმარების სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა, ხოლო მისი დავალებით, ოთარ ფარცხალაძემ ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა.

კომენტარები