მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: თუ ივანიშვილს უნდა რევოლუცია, ის მიიღებს რევოლუციას

მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა იგივე რამე, რაც ვუთხარი ედუარდ შევარდნაძეს 2003-ში - თუ ივანიშვილს უნდა მიღება რევოლუციის, ის მიიღებს რევოლუციას. და ტყუილად ჰგონია მას, ამ ჯიბიდან გავარდნილ ჯიბგირს, რომ შევარდნაძე სუსტი იყო და მე ისეთი თავზეხელაღებული ვარ, რომ ფარცხალაძე მყავს, კარიკატურა-რეპტილია გახარია მყავს, ის კულულებიანი ბიჭი, რა ჰქვია პარლამენტის თავმჯდომარეს, ის მყავს, უტიფრების მთელი არმია მყავს და მე მაინც შევარდნაძისგან განსხვავებით... შევარდნაძე იყო ბევრად მაგარი, ვიდრე ესენი, ჯიბეში ჩაისვამდა ამათ ყველას, შევარდნაძესაც კარგად ვიცნობდი და ამათაც კარგად ვიცნობ. შევარდნაძე იყო ბევრად მაგარი, შევარდნაძემ იცოდა ყველაფერი და შევარდნაძემ ბოლოს მიიღო ის, რაც მიიღო. თუ ესენი არ აღიარებენ დამარცხებას 28-ში, ქართველი ხალხი მათ ბევრად უფრო ცუდად მოექცევა, ვიდრე ჩვენ მოვექეცით შევარდნაძეს, იმიტომ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი აღარ იქნება და ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები