ჭიჭინაძე კობახიძეზე: ამ დეგრადირებული ადამიანის ყურება ძალიან ძნელია

ამ პარლამენტმა თავისი როლი ამოწურა საერთოდ და ნებისმიერი საღად მოაზროვნე დეპუტატი უნდა ხვდებოდეს რომ ჩვენ ვიმყოფებით აბსოლუტურად კრიზისულ სიტუაციაში. რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკის მაგივრად თუ შეხედავთ ჩვენ მივიღეთ კობახიძის პარლამენტი, რომელიც ყველას თვითონ პასუხობს უკვე. ამ ქვეყანაში ყველას თვითონ უკეთებს შეფასებებს და არის საყოველთაო ხიბლში ჩავარდნილი. პარლამენტი ასეთი თავმჯდომარის მეთაურობით, უკვე ახალი წლის მერე ალბათ გაუჭირდება ამას გაძლება. "ქართულ ოცნებაში" მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია და ამ დეგრადირებული ადამიანის ყურება ძალიან ძნელია

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ის რამდენიმე დღის წინ "პატრიოტთა ალიანსში" გადავიდა. ჭიჭინაძის თქმით, "პატრიოტებში“ მხოლოდ იმიტომ წევრიანდება, რომ ირმა ინაშვილს ფრაქცია არ დაეშალოს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები