ფარული აუდიოჩანაწერები

ჯაფარიძე: მთხოვეს, სუბელიანი მენუგეშებინა, ისიც ვუთხარი - მირზა, რატომ ხარ მარტო საკანში

ადამიანს ალბათ 20 კილო აქვს დაკლებული, ძვალი და ტყავია დარჩენილი და მთხოვეს, შევსულიყავი და მენუგეშებინა. მე ესეც ვუთხარი - მირზა, რატომ ხარ მარტო საკანში, ვიღაცასთან ერთად იყავი, რომ დაელაპარაკო, რაღაცა, შენი დარდი გაუზიარო, დაიცალო, გაგიჟდები ასე მარტო თქო, რა

ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე TV პირველის ეთერში ადასტურებს მირზა სუბელიანთან ციხეში შეხვედრას და იმ საუბარს, რაც რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერების სახით გაავრცელა, თუმცა, მისი თქმით, სუბელიანის ბრალდებები სერიოზულად არ ჩათვალა.

კომენტარები